„ეს მორბენალი ინაუგურაცია, იმიტომ, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობა ძნელია, ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს”

„საერთოდ, ეს მორბენალი ინაუგურაცია, ანუ სირბილის ატეხა იმიტომ, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობა ძნელია, ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა შემთხვევაში”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას შეეძლო, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო და პრეზიდენტის ინაუგურაცია მშვიდად ჩაეტარებინა.
„საერთოდ, ეს მორბენალი ინაუგურაცია, ანუ სირბილის ატეხა იმიტომ, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობა ძნელია, ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა შემთხვევაში. მაგალითად, იმისთვის, რომ ინაუგურაცია ჩატარდეს, ხელისუფლებას შეიძლებოდა ეთქვა, რომ კი, ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, დამსხდარიყვნენ, ორი დღე მსხდარიყვნენ, ჩაეტარებინათ ინაუგურაცია და მერე წასულიყვნენ. იმიტომ, რომ როცა დარბიხარ, ესე იგი, მაინც გეშინია მისი, ვინც მოგდევს, ამიტომ არ მგონია, ეს ქალაქების ძებნა… ნუ, პარიზში ჩაატარონ მაშინ, ყველაზე ადეკვატური იქნება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციის გამართვის ადგილზე, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებიც განიხილება.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სად გაიმართება ინაუგურაცია, მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა და რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები