იენს სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას კიდევ გამოუცხადებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს. როგორც მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებებს ელოდება.
„დღეს ჩვენ შევხვდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მასთან გვექნება დისკუსია ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივ სხდომაზე. მოკავშირეები კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტსა მტკიცე მხარდაჭერას. მოკავშირეები საქართველოს არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევენ. ველოდები ამ შეხვედრას და ველოდები მოლაპარაკებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან საუბრისას.
ცნობისათვის, მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის მთავარ თემებზე ისაუბრა, რომელთა შორის არის შავი ზღვის უსაფრთხოება. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი სამხედროები და უკრაინული გემები. მინისტერიალზე ასევე განიხილება რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები და ნატო-ს საპასუხო ზომები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები