ემზარ კვიციანი: „ნაცმოძრაობა“ რუსების შექმნილი არაა? იგორ გიორგაძესი?

ვინ შექმნა „ნაცმოძრაობა?“ რუსების შექმნილი არაა? იგორ გიორგაძესი?, – ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „პატრიოტთა ალიანსი” არის ამ ქვეყანაში ყველაზე ბნელი და პრორუსული ძალა”.
კვიციანმა კაპანაძის განცხადებას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უპასუხა და განაცხადა, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებაა საჭირო.
„ვინ შექმნა „ნაციონალური მოძრაობა?“ რუსების შექმნილი არაა? იგორ გიორგაძესი? სერგი კაპანაძე რომ გვეუბნება პრორუსულები ხართო? რატომ ვითხოვთ, რომ მივიღოთ კანონი ლუსტრაციის შესახებ? მერე ვერ ილაპარაკებს სერგი კაპანაძე ასეთ რაღაცეებს. მაგრამ, კარგია, რომ ზურგს უკან ლაპარაკობენ მაგას. იყვნენ იქ, ზურგს უკან, სადაც არიან. მაგათზე საერთოდ ლაპარაკი არ უნდა მიდიოდეს, არც უნდა ახსენებდეთ მაგათ. ეგენი არიან წარსული. ახალზე უნდა ვიფიქროთ. წინ უნდა წავიწიოთ. კარგი საქმეები ვაკეთოთ, ქართული“, – განაცხადა კვიციანმა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგი კაპანაძე წინა ხელისუფლების წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ 25 ნოემბერს გამართულ აქციას გამოეხმაურა.
“დღეიდან ოფიციალურად ერთია პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება.
დღეს ქართულმა ოცნებამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა – მიტინგი მოუწყო ოპოზიციას, მთელი ქვეყნიდან ჩამოიყვანა თავისი პარტიული აქტივი, შემდეგ კი, ეს აქცია პატრიოტთა ალიანსის აქციად მონათლა.
პატრიოტთა ალიანსი არის ამ ქვეყანაში ყველაზე ბნელი და პრორუსული ძალა. მათი ლიდერები დღეს პარალელურად მოსკოვში მართავენ სეპარატულ მოლაპარაკებებს. მათი ლიდერები აღვივებენ ანტიდასავლურ და ანტითურქულ სენტიმენტებს.
აი, ასეთი ძალაა დღეს ქართული ოცნება. იგივე, პატრიოტთა ალიანსი”- განაცხადა კაპანაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები