აშშ-ში ტორნადოს შედეგად მინიმუმ 25 ადამიანი დაშავდა
ამერიკის შტატ ილინოისში ტორნადოს შედეგად მინიმუმ 25 ადამიანი დაშავდა და 100 შენობა დაინგრა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Weather Channel ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, შტატის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ტორნადოს 22 შემთხვევა დაფიქსირდა.
შაბათს ხელისუფლებამ ტორნადოს მოახლოების საშიშროება გამოცხადა, მოგვიანებით კი საგანგებო სიტუაციად გადააკვალიფიცირა.