მოვაჭრეებს სალარო აპარატების გარეშე საქმიანობა 2015 წლის 1 იანვრამდე შეუძლიათ

პარლამენტის მიერ საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ამოქმედდა. ბაზრობებზე მოვაჭრეებს სალარო აპარატების გარეშე საქმიანობის უფლება გაუხანგრძლივდათ და ამჯერად 2015 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდათ. მოვაჭრეებს სალარო აპარატების გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა მომავალ წლამდე ექნებათ, ნაცვლად მიმდინარე წლის 1 ივლისისა, როგორც ეს “საგადასახადო კოდექსში” იყო გათვალისწინებული.
ახალი საკანონმდებლო ნორმის თანახმად, ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან, 2015 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები