გიორგი გაბუნიამ გურიის რეგიონის კულტურული პოტენციალის გაძლიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ოზურგეთში შეხვედრები გამართა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ღურჯუმელიძეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს და კულტურის სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე განხილული იყო გურიაში კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებების განვითარების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები.

“როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რეგიონების კულტურული პოტენციალის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

კომიტეტის თავმჯდომარემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ასევე დაათვალიერა სოფელ შრომაში მდებარე კულტურის სახლის შენობა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია უტარდება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები