ირაკლი ოქრუაშვილი: დღეს სააკაშვილი არა საფრთხე, არამედ საფრთხობელაა

დღეს სააკაშვილი არა საფრთხე, არამედ საფრთხობელაა, რომელიც შექმნილია ივანიშვილის მიერ, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების მუდივი დაშინება, რომ მე თუ არ ამირჩევთ სააკაშვილი ჩამოვა, ივანიშვილის ინტერესებში შედის.
ოქრუაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სააკაშვილს სამართლებრივად პუსუხი ეგო იმ პრეტენზიებზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, გრიგოლ ვაშაძე, სააკაშვილის სასარგებლოდ, ვერაფერს შეცვლის.
„სააკაშვილმა პოლიტიკური სილა და ალიყური მიიღო საზოგადოებისგან იმის გამო, რასაც აკეთებდა. სააკაშვილი მაშინ საფრთხე იყო და დღესაც მიმაჩნია, რომ მაშინ საფრთხე იყო. დღეს სააკაშვილი არა საფრთხე, არამედ საფრთხობელაა, რომელიც შექმნილია ივანიშვილის მიერ. ივანიშვილს ქვა ქვაზე არ დაუდია იმისთვის, რომ სააკაშვილს პასუხი ეგო იმ ყველაფერზე, რაზეც პრეტენზია არსებობს მასთან მიმართებით. ივანიშვილს აწყობდა სააკაშვილი გარეთ ყოფილიყო და ამ ფორმატით ყოფილიყო, მე თუ არ მომცემთ ხმას, სააკაშვილი ჩამოვა. ეს ვეღარ გაგრძელდება, ეს ხალხმა ერთხელ უკვე გაიგო, რომ ტყუილია. სააკაშვილი თუ დაბრუნდება, პროკურატურა ივანიშვილისაა, პოლიცია ივანიშვილისაა, სასამართლო ივანიშვილისაა, პარლამენტი ივანიშვილისაა და ერთი გრიგოლ ვაშაძე უკაცრავად და რას იზამს სააკაშვილისთვის?“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები