“ყირიმ-კონგოს ცხელებით” ორი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში “ყირიმ-კონგოს ცხელებით” ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 34 და 37 წლის ქალბატონები არიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დრომდე ქვეყანაში აღნიშნული დაავადების სულ 5 შემთხვევაა რეგისტრირებული.
„სამწუხაროდ, ყირიმი-კონგოს 5 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ეს დაავადება იშვიათია, მაგრამ არის ძალიან მძიმე. დაავადების კერა, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოა. მაგალითად, ეს არის შიდა ქართლი, სამცხე- ჯავახეთი, კახეთი. მინდა ყველა ფერმერს ვთხოვო, რომ ძალინ ფრთხილად იყვნენ და როდესაც საქონელს ტკიპებს აცლიან, ხელთათმანი გამოიყნონ. ტკიპის გაცლისას, შესაძლოა, ვირუსი მიკროდაზიანებაშიც კი შეიჭრას. ამავე დროს, კიდევ უფრო საშიშია ტკიპის ნაკბენი და ამიტომ მაქსიმალურად თავი დაიცვან ტკიპების ნაკბენისაგან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
“ყირიმ-კონგოს ცხელება” ტკიპას გადააქვს, რომელიც დათბობასთან ერთად აქტიურდება. მედიკოსების ინფორმაციით, დაავადება ჯერ მხოლოდ შიდა ქართლსა და სამცხე – ჯავახეთში გამოვლინდა. წინა წლებში “ყირიმ-კონგოს” შემთხვევები ფიქსირდებოდა თბილისშიც.