ვახო ხუზმიაშვილმა ზაზა ოქუაშვილს დაბადების დღის „საჩუქარი“ უკან დაუბრუნა

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ძვირადღირებული „საჩუქარი“ უკან დაუბრუნა.
როგორც ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან მანქანა, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა დაბადების დღეზე აჩუქა, დღეს ტელეკომპანიის შენობასთან დატოვა.
„წლების წინ, დაბადების დღეზე მიღებული საჩუქარი, რომელიც იბერიას მფლობელებისთვის, ჟურნალისტების ობიექტური პრეტენზიების პასუხად, თავდაცვის ერთადერთი ,,იარაღი” აღმოჩნდა. ვაბრუნებ! არ მჭირდება! პირდაპირ ეთერში სალაპარაკოც რაღა იქნება! უმანქანოდაც ვივლი! რამდენიმე წუთის წინ ,,იბერიასთან” დავტოვე“, – წერს ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები