საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე არჩეულია. ახალმა ბორდმა პირველ სხდომაზე ბორდის თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია აირჩია.
„არჩევა დახურული კენჭისყრით მოხდა. დაფიქსირდა ხუთი ხმა ორი ხმის წინააღმდეგ. ახლა რთული სიტუაციაა, გარდამავალი პერიოდია, დასამტკიცებელია ბიუჯეტი და განსასაზღვრია პრიორიტეტები. ამაზე ჩვენ უკვე დავიწყეთ შეხვედრები და მუშაობა. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სწარფად მოხდეს პრობლემების გადაჭრა“, – განაცხადა გოგოელიამ.
„მაუწყებლობის შესახებ კანონის“ მიხედვით, სამეურვეო საბჭოში 9 წევრი უნდა იყოს, თუმცა პარლამენტმა ამ დროისთვის მხოლოდ 7 დაამტკიცა, თუმცა მეურვეთა ამ რაოდენობას გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები