მალხაზ მაჩალიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება: “ქართული ოცნების” სასტიკი მტერი ვარ

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში თვის პოლიტიკურ შეხედულებას ღიად აფიქსირებს.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ის “ქართული ოცნების” მტერია, რაც მისივე თქმით, თავად ამ პარტიის დამსახურებაა.
“მოგესალმებით, პატივცემულო საზოგადოება. მართალია, მე რომ ვწერო პოსტები და ვადევნო ამ ყველაფერს თვალ-ყური არ ვარ ამ მდგომარეობაში, მაგრამ ეს თქვენი ინფორმაციული ომი მაიძულებს ამის კეთებას. მინდა ამით ვუპასუხო გაზეთ “ასავალ დასავალს”, კი მართალია, მტკივა ეს ყველაფერი ლოპოტაც, შევარდნაძის დროინდელი ამბებიც, მგონი იმ ადამიანებზე მეტადაც, ვინც დღეს ცდილობენ ამ ამბებით რაღაცნაირად იმიჯი შექმნან. ამ ადამიანებს ნაკლებად აინტერესებთ ჩემიც და იმ ადამიანების ბედიც, რომლის მშობლებიც აღმოჩნდნენ ჩემს მდგომარეობაში, არჩევანის უფლება ყველას აქვს, ვინ სალომეს დაუჭერს მხარს, ვინ გაერთიანებულ ოპოზიციას. მე ოცნების სასტიკი მტერი ვარ, ეს ოცნების დამსახურებაა, ამ არაადამიანების”, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები