კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი2014-2015 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მოსწავლე ვაჟები, რომლებიც 2014 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 23 ივნისიდან 7 ივლისამდე, ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის # 51. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით)
დამატებითი ინფორმაციისათვის მიღება შესაძლებელია კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ოფიციალური გვერდზე: cadet.mod.gov.ge ტელ.: 0341 29 61 15 • 0431 29 80 01 • 577 19 94 56

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები