გზის გაფართოების მიზნით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა 14:00 საათამდე აიკრძალა
გზის გაფართოების მიზნით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა 14:00 საათამდე აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„გუდაური-კობის მონაკვეთზე, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზის გაფართოვებისათვის საჭირო ღონისძიებების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, 2018 წლის 19 ნოემბრის 14:00 საათამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.