რატი იონათამიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იჯდა ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის.

იონათამიშვილის თქმით, ამ ფაქტითაც კარგად ჩანს, რომ სასოწარკვეთილ ოპოზიციას მთელი თავისი პროპაგანდა წამიერ სიცრუეზე აქვს აგებული.

“სასოწარკვეთილ ოპოზიციას მთელი თავისი პროპაგანდა, რომ წამიერ სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე აქვთ აგებული, ამ ფაქტითაც კარგად ჩანს – როგორც მეორე ფოტოზე ვხედავთ, შოლცი მაკრონის გვერდით კი არა, მწკრივშიც არსად ზის და არც North Macedonia უნდა იყოს ანბანით France-ზე წინ (შენიშვნა: მაკრონი ზუსტად ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერისა და ნატოს გენერალური მდივნის შუაში ზის).

რეალობა კი ის არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, ანუ სამიტი – სახელმწიფოების, მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება”, – წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები