პუტინთან დათმობებზე წასვლა მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობაა მთელი ევროპისთვის, – ამის შესახებ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩრდილოეთ კორეა ახლა, ფაქტობრივად, ომს აწარმოებს ევროპაში. ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ევროპის მიწაზე ჩვენი ხალხის მოკვლას ცდილობენ”,- განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი ლიდერი მტკიცედ ემხრობოდა უკრაინის მხრიდან პუტინთან დათმობებზე წასვლას.
“ეს მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობაა მთელი ევროპისთვის. რა არის შემდეგი ნაბიჯი? ევროპამ უნდა ეძიოს კიმ ჩენ ინის კეთილგანწყობა იმ იმედით, რომ ის შეუნარჩუნებს ევროპას მშვიდობას? ვერც ერთი ძლიერი ლიდერი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი ევროპის აშენებაში, ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ რამეს. მშვიდობა მხოლოდ ძლიერის ჯილდოა. სიძლიერისთვის კი ერთიანობა აუცილებელია.
პუტინთან ჩახუტება ვერ დაგვეხმარება. ზოგიერთი თქვენგანი მას 20 წელია ეხუტება და მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. ის მხოლოდ ომებზე ფიქრობს და ეს არ შეიცვლება. მხოლოდ ზეწოლას შეუძლია მისი შეკავება”,- განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.