“თუ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს, მინიმუმ აქციები უნდა იმართებოდეს; რაიმე მსგავსს ხედავთ?” – ჩიხელიძე

“დიდხნიანი ძიების შემდეგ, ოპოზიციამ იპოვა პოლიტიკის მკვლევარი, რომელიც 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების სამართლებრივ ანალიზს გვთავაზობს. ალბათ გესმით, რომ ვინმე ჰანს გუტბროდის კვლევა არაკომპეტენტური და აბსურდული იქნება, სამართლებრივ ანალიზს პოლიტიკის მკვლევარი აკეთებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ავტორს არ აქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა.

“როგორც გუტბროდი წერს, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. მაგრამ მტკიცებულება, რა თქმა უნდა, არ აქვს, უბრალოდ სიტყვის მასალად წერს. თუ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს, მინიმუმ აქციები უნდა იმართებოდეს (20 კაცის შეკრებას აქციას ვერ ვუწოდებთ) რაიმე მსგავსს ხედავთ? სად არიან ის ადამიანები რომელთა გამოხატული ნებაც მოიპარეს? საქმე ისაა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, მაგრამ არ გამოხატავს ოპოზიციის ნებას, რომელიც არ აღიარებს არცერთ არჩევნებს, რომელშიც ის მარცხდება.
ბატონი ჰანსის პოლიტიკური ექსპერტობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მისი ტექსტი საქართველოდან გაგზავნილი არის,რომელიც ჰანსმა გამოაქვეყნა, რადგან ის ერთი ერთი იმეორებს საიას და მეზვრიშვილის მესიჯ ბოქსს… რომლის დიდი გულშემატკივარიც ბატონი ჰანსი გახლავთ, თუ მისი ტვიტერის გვერდზე შევალთ, ვნახავთ რომ ჰანსი ხშირად აზიარებს ნათია მეზვრიშვილის და პარტია საქართველოს პოსტებს, ასევე სამსახურში მონიშნული აქვს ილიაუნი, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ არჩევნების სამართლებრივი ანალიზი, რეალურად შეკვეთით გავრცელებული დოკუმენტია”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები