მიხეილ სააკაშვილი: მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით, მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ

მეც სოლიდარული ვიყავი მამუკა ხაზარაძის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში , – ამის შესახებ
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

სააკაშვილმა კოალიცია„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა.

„მე კარგად მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით 2021-ში. მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში.
ვეთანხმები თიკას [თინა ბოკუჩავა] , რომ ძალა ერთობაშია!“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები