ლევან მაჭავარიანი – მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებაზე: ელისაშვილმა ინტერვიუში ერთი საათით ადრე განაცხადა ამ განაჩენის შესახებ – ეს ყველაფერი იყო მოლაპარაკებული ოპოზიციასთან

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ახლა რასაც ვაცხადებ, ეს ლოგიკაზეა დაფუძნებული. ამ მოსამართლის მეუღლე აღმოჩნდა ძალიან აქტიური აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“, მადლობა გადაუხადა თავის მეუღლეს სოციალური ქსელით და მარწყვის ტორტს გამოგიცხობ ამის გამოო. შემდეგ ეს მოსამართლე ვიხილეთ ოპოზიციურ ტელეარხებზე, სადაც პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ფაქტი და არ გამოგვრჩეს – ბატონმა ალეკო ელისაშვილმა ინტერვიუში ერთი საათით ადრე განაცხადა ამ განაჩენის შესახებ. მან კი არ ივარაუდა, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე ამ განაჩენს გამოიტანდა, არამედ მან პირდაპირ თქვა, დიდი მადლობა თეთრიწყაროს მოსამართლეს, რომ ასეთი განაჩენი გამოიტანაო. შესაბამისად, ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი იყო მოლაპარაკებული ოპოზიციასთან და ბატონი ელისაშვილი უბრალოდ, ასცდა დროსა და სივრცეში და გაყიდა თამაში ოპოზიციისთვის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები