უკრაინიდან ფრენები, შესაძლოა, 2025 წლის დასაწყისში განახლდეს

ფრენები უკრაინის ერთ-ერთ აეროპორტში, ლვოვში ან ბორისპილში, შესაძლოა, 2025 წლის იანვრის ბოლომდე განახლდეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მისივე განცხადებით, არსებობს 5-6 ავიაკომპანია, რომელსაც უკრაინიდან რეისების აღდგენა უკვე 2025 წლის იანვრიდან შეუძლია.

”ვფიქრობ, თუ გაგვიმართლა, იანვარში გვეყოლება ხუთი ან ექვსი ავიაკომპანია, რომლებსაც სურთ უკრაინის საზღვრებს გარეთ ფრენა”, – განაცხადა სადაზღვევო კომპანიის, Marsh McLennan-ის პარტნიორმა კრისპინ ელისონმა.

მისი თქმით, ავიაციის სადაზღვევო მექანიზმების უზრუნველყოფა გაადვილდება, თუ თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას ლვოვის აეროპორტიდან, მაგრამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჯერ ბორისპილის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნას.

ელისონის თქმით, ფრენებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის აპარატი მიიღებს. ეს დამოკიდებული იქნება საჰაერო თავდაცვის მუშაობაზე და უსაფრთხოების ვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები