„ის იდეა, რომ აუცილებლად დამარცხდეს უკრაინაში რუსეთი, აღარ არის პოპულარული” – რომან კაკულია
“დღეს რუსეთი ამერიკისთვის საფრთხე არ არის და ის იდეაც, რომ ევროპისთვისაც საფრთხეა, გასაგებია – რუსეთს ამის რესურსი არ აქვს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის იდეაც, რომ აუცილებლად დამარცხდეს უკრაინაში რუსეთი, აღარ არის პოპულარული. ეს იდეა თვითონ რესპუბლიკელებმა კარგად გაყიდეს საზოგადოებაში, რომ ამ კონკრეტული კონფლიქტიდან გამოსვლა რომ არის საჭირო და კონცენტრირება ძირითად წინააღმდეგობაზე, რომელიც ჩინეთთან დაკავშირებით არის.
პუტინს გაცხადებული აქვს, რომ ის არავითარ მოლაპარაკებებზე არ დაჯდება თუ ორი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული და ეს მოთხოვნებია: უკვე ოკუპირებული რეგიონები გახდეს რუსეთის საკუთრება, ყირიმთან ერთად და უკრაინა ნეიტრალურის სტატუსით მომავალში. პუტინი ამბობს, რომ ამის გარეშე ის მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება. ტრამპს რომ ჰკითხეს, ეს მისთვის მისაღებია თუ არა, მან განაცხადა, რომ მიუღებელია. ე.ი გამორიცხულია, რომ ჩვენ ზედმეტი ილუზიები გვქონდეს, რომ აქ რაღაც მოლაპარაკება შედგება. ერთადერთი არის გაყინული კონფლიქტი“, – აღნიშნა კაკულიამ.