ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე: დევნილთა დაბრუნების საკითხის გამო, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა
„როგორც კი დღის წესრიგში დადგა საკითხი დევნილთა დაბრუნების შესახებ, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის პრიორიტეტია ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და დევნილთა დაბრუნება.
“ჩვენთვის მთავარი საკითხებია, პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და დევნილთა დაბრუნება. ასევე, ზოგადად, ადამიანის უფლებათა საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე – იქნება ეს დაკავებები თუ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობები. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაუბრუნდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, არ მოახდინოს მისი სხვა საკითხებით გადატვირთვა“, – განაცხადა დარსალიამ.