წყნეთის მოსახლეობა მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს

წყნეთისა და კიკეთის მოსახლეობა ქალაქ თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივი მოსახლეობა უმაყოფილებას წყნეთი-კიკეთის დაზიანებული გზის გამო გამოთქვამს. როგორც „კვირას“ წყნეთის მკვიდრმა ნაირა ომანაძემ განუცხადა, ადგილობრივები მერიას გზის შეკეთებას უკვე თვეებია, უშედეგოდ სთხოვენ.
„გზის დაზიანებული მონაკვეთი არცთუ ისე დიდი მანძილია, მაგრამ ძალიან არის გაფუჭებული. მისი შეკეთება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ამის შესახებ მერიამ იცის. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მაგრამ არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ“, – აღნიშნავს ომანაძე.
თბილისიდან კიკეთამდე გზის მონაკვეთი სულ 25 კილომეტრია. ზემო წყნეთიდან ბეთანიის გადასახვევამდე შეკეთებას კი დაახლოებით 5-7 კილომეტრი საჭიროებს.

10411343_869555423072475_2315827248611126882_n

10363943_869555499739134_1347751116640331859_n

10347097_869555466405804_6263782708988073262_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები