2013-2018 წლები ფოთში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური 2013-2018 წლები ფოთში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
” განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი გახდა 24-საათიანი წყალმომარაგებით; სრულად რეაბილიტირდა მდინარე რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძი; დაიწყო ფოთის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა;მიმდინარეობს მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობა;კეთილმოეწყო ნაგავსაყრელი; შეიქმნა 4 და გაფართოვდა 9 საწარმო;დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 17 პროექტი; პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა კომპანია ,,აჭარა ტექსტილეს“ სამკერვალო ფაბრიკა. დასაქმდა 800 ადამიანი.; სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საჯარო სკოლებში;სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით; საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიური ლაბორატორია; აშენდა 1 და რეაბილიტირდა 8 საბავშვო ბაღი; ბინები გადაეცა 393 დევნილ ოჯახს; საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 1624 დევნილ ოჯახს;დევნილთა დასახლებაში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა;ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა; ფოთში გაიხსნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა, სამსახურს გადაეცა რეანიმობილი, რომელიც უფასოდ ახორციელებს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებას; განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასის მატება;ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 317-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 830 700 ლარი; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 250 ბენეფიციარზე გათვლილ თანადგომის სახლს;აშენდა გემთსარემონტო სახელოსნო; აშენდა გემების დროებითი განთავსების მოედანი და გემების ამოსაღები ესტაკადა;რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაცვის პოლიციის შენობას; განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება;შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 56-მა პირმა; გაზიფიცირდა 17 109 აბონენტი ფოთში. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება; გაიხსნა ფოთის იუსტიციის სახლი; სრულად რეაბილიტირდა ნიკო ნიკოლაძის კოშკი; მიმდინარეობს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა;მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა; მოეწყო ევროსტანდარტების სარაგბო ბაზა ,,პარკი-არენა”; აშენდა რაგბის სტადიონი;რეაბილიტირდა კრივის დარბაზი და მინი სპორტული მოედნები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.