ქართველმა მაღაროელებმა თურქეთში დაღუპულებს პატივი მიაგეს
კომპანია ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯის “ მეშახტეთა ინიციატივით, თურქეთის საელჩოში თანაგრძნობის აქცია გაიმართა. ტყიბულიდან ჩამოსულმა ათობით მეშახტემ საელჩოში გვირგვინი მიიტანა და ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების პატივსაცემად სიმბოლურად 301 სანთელი დაანთო. ქართველმა მეშახტებმაა და თურქეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ღრმა მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო.
თანაგრძნობის აქცია წუთიერი დუმულით დასრულდა. თურქმა დიპლომატმა ლევენთ გურმუქჩუმ ქვეყნის სახელით მადლიერება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის თანადგომა ამ მძიმე მოვლენებისას მნიშვნელოვანი ჟესტი იყო. აქციაში კომპანიის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი უბნის მენეჯერიც, რომელიც წარმოშობით თურქია და რამდენიმე წელია კომპანია ,,საქნახშირის“ თანამშრომელია.