ვანში გალაკტიონობა აღინიშნა – სახალხო დღესასწაულს მაია ცქიტიშვილი დაესწრო (ვიდეო)
ვანში, სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში, პოეტის 127 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, სახლ-მუზეუმში წიგნების გამოფენა მოეწყო და სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შესრულდა. დღესვე, ხუთ მოქალაქეს საპატიო ვანელის წოდება მიენიჭა. ღონისძიება ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც საუბარი შეეხო წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც 2019 წელსაა დაგეგმილი.