გარდაიცვალა პინისტი მზია სიმონიშვილი
47 წლის ასაკში ვენაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი მზია სიმონიშვილი გარდაიცვალა. თბილისის კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, სადაც ვანდა შიუკაშვილის კლასში სწავლობდა, მუსიკოსს მნიშვნელოვანი საკონცერტო გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალურ ცენტრში.
პიანისტი მზია სიმონიშვილი მენდელსონისა და ბუზონის საერთაშორისო კონკურსების პირველი ადგილის მფლობელი, სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული იყო. ბოლო წლებში იგი ვენაში მოღვაწეობდა და ხშირად კონცერტებს ლასკალაში, მიუნხენის “ჰერკულეს – ცენტრში”, ჰამბურგის “მიუზიქჰოლში” და ვენის “კონცერტჰაუსში“ მართავდა. მზია სიმონიშვილმა ქართველი ბავშვების დასახმარებლად არაერთი საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა.