რა პრობლემა შეუქმნა „ერისიონს“ დარიალის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა
დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის გამო ანსამბლ „ერისიონს“ საქართველოში შემოვლითი გზით დაბრუნებამ მოუწია. როგორც „კვირას“ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა განუცხადა, 35 მოცეკვავე ვლადიკავკაზში ფესტივალზე იმყოფებოდა.
„ვლადიკავკაზში ფესტივალზე 35 სტაჟიორი იყო წასული. დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის გამო ანსამბლის წევრები წამოსვლის დროს გზაზე შეფერხდნენ. მათ უთხრეს, რომ გზა დაკეტილი იყო. მოცეკვავეები უკვე თბილისში არიან, ისინი საქართველოში აზერბაიჯანის გზით ჩამოვიდნენ. საბედნიეროდ, ყველა კარგად არის“, – განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.