თამარ ჩუგოშვილი დემოკრატიისა და სოლიდარობისთვის ევროპული ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი დემოკრატიისა და სოლიდარობისთვის ევროპული ფორუმის (ევროპის სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისა და ფონდების დელეგატების ქსელი) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, წინასაარჩევნო გარემოს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
„ძირითადად ვისაუბრეთ ქვეყნაში მიმდინარე პროცესებზე, გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმაზე და იმ გარდამავალ დემოკრატიულ პროცესებზე რაც ქვეყნაში მიმდინარეობს, ასევე წარმატებებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ასევე, ვისაუბრეთ ძირითად პრობლემაზე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. წინასაარჩევნო გარემოსაც შევეხეთ და განვიხილეთ ის პერსპექტივები, რომელიც დემოკრატიული განვითარების კუთხით ამ არჩევნებმა წარმოაჩინა.
განვიხილეთ, ასევე, პარტიული და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები. ისინი, ძირითადად, ჩვენ მოძმე პარტიებს წარმოადგენენ – ევროპის სოციალისტური პარტიის წევრებია არიან. დელეგაციაში ევროპული ქვეყნების საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა იყო, კერძოდ წარმოდგენილი იყო: ჰოლანდია, გერმანია ბრიტანეთი, საფრანგეთი და შვედეთი. პრინციპში, ამ ქვეყნებთან ძალიან ინტენსიური კავშირები გვაქვს და ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზეც ვისაუბრეთ”,- განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები