არიზონაში სამედიცინო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

CNN-ის ცნობით, აშშ-ის არიზონას შტატში Beechcraft 300-ის ტიპის მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმფრინავი ახლომდებარე საავადმყოფოდან პაციენტის ასაყვანად მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სამაშველო და საგანგებო სამსახურები, თუმცა ვერავის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ ეტაპზე უცნობია ავარიის ზუსტი მიზეზი. დაწყებულია გამოძიება, რომელშიც ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია (FAA) და ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო (NTSB) მონაწილეობენ.

პოლიციის ცნობით, გამოძიების გამო აეროპორტში შესასვლელი ყველა გზა ამჟამად დაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები