წყალსარგებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება უკვე მობილური ტელეფონის საშუალებით არის შესაძლებელი
საქართველოს მელიორაციის აბონენტებს მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება კიდევ უფრო მარტივად – მობილური ტელეფონიდან *303#OK აკრეფით შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სერვისის ფარგლებში, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე ბალანსის, წყალსარგებლობის განრიგის და მორწყვის საკითხებთან დაკავშირებით; გადაამოწმონ დარიცხვები ან მოითხოვონ დარიცხვის (დავალიანება, ჩარიცხვები) კორექტირება.
“წყლის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აღნიშნულ აპლიკაციაში დაამატოს მობილური ტელეფონის სასურველი ნომერი საკუთარი პირადი ნომრის მითითებით – პროცესი მარტივი და ავტომატიზებულია.
ახალი მომსახურება უზრუნველყოფს მომხმარებელთა სწრაფ, კომფორტულ და გამჭვირვალე კომუნიკაციას საქართველოს მელიორაციასთან.
ციფრული სერვისით მომსახურება პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომია „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის.
სერვისი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ არის დანერგილი,”- წერია ინფორმაციაში.