გია აბაშიძე – მამა დოროთე ყურაშვილზე: საერო და სასულიერო პირებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირება, თუმცა ეკლესიის მსახურნი განსაკუთრებით ფრთხილნი არიან ამაზე საჯარო განცხადებებისას, ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ სიცრუის ტირაჟირება და ავაზაკთა ქომაგობა, ცოდვაა
,,როცა სასულიერო პირი იჭრება პოლიტიკურ ველზე, სადაც მისი აქტივიზმის ადგილი არაა, ამ შემთხვევაში, მამა დოროთე ყურაშვილი, შევახსენებ – მრევლს მიხედეთ, ეს თქვენი უწინარესი მოვალეობაა და არა დამახინჯებული პოლიტიკური კომენტატორობა ნაცმედიაში!”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მამა დოროთე ყურაშვილის ინტერვიუს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მღვდლის საჯარო პოლიტიკური აქტორობა ისეთივე ოქსიმორონია, როგორც გაუთვითცნობიერებელი საერო პირის თეოლოგიური წიაღსვლები.
„როცა სასულიერო პირი იჭრება პოლიტიკურ ველზე, სადაც მისი აქტივიზმის ადგილი არაა, ამ შემთხვევაში, მამა დოროთე ყურაშვილი, შევახსენებ – მრევლს მიხედეთ, ეს თქვენი უწინარესი მოვალეობაა და არა დამახინჯებული პოლიტიკური კომენტატორობა ნაცმედიაში!
საერო და სასულიერო პირებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირება, თუმცა ეკლესიის მსახურნი განსაკუთრებით ფრთხილნი არიან ამაზე საჯარო განცხადებებისას. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ სიცრუის ტირაჟირება და ავაზაკთა ქომაგობა, ცოდვაა!
მღვდლის საჯარო პოლიტიკური აქტორობა ისეთივე ოქსიმორონია, როგორც გაუთვითცნობიერებელი საერო პირის თეოლოგიური წიაღსვლები.
მანამდეც გვინახავს რამდენიმე სასულიერო პირის არამკითხე უსაქციელო განცხადებები და მათ მიეხედათ საეკლესიო სამართლის მიხედვით საპატრიარქოს მხრიდან.“ – წერს აბაშიძე.