“ჩიკუნგუნიას” აფეთქება ჩინეთში — ახალი ვირუსის 7 000 შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალური წყაროების ცნობით, ივლისიდან მოყოლებული, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში კოღოს მიერ გადამდები ვირუსის 7000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც Covid-19 პანდემიის დროს მიღებული ზომების მსგავსი ზომები გამოიწვია,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაავადება ძირითადად კოღოს საშუალებით ვრცელდება, მხოლოდ მაშინ გადადის ადამიანზე, როდესაც ინფიცირებულ ადამიანს კოღომ უკბინა, რომელმაც შემდეგ სხვებსაც უკბინა. დაავადება იწვევს ცხელებას, სახსრების ძლიერ ტკივილებსა და ზოგად სისუსტეს.
ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ პროვინციებში დაფიქსირდა, სადაც კლიმატური პირობები ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ კოღოებით დატვირთულ ზონებში ყოფნას და გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მათ შორის — ბადეები, მოსასხამები და კოღოს საწინააღმდეგო სპრეი.
“ჩიკუნგუნიას” ვირუსს, ჩვეულებრივ, მაღალი ლეტალობა არ ახასიათებს, თუმცა დაავადება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ხანდაზმულებისთვისა და ქრონიკული ავადმყოფებისთვის.
მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი.