საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, 13 000 ჰექტარზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, რამაც ხანძრის ლოკალიზება გაართულა.
ბოლო ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა ცხრა ადამიანი. დაშავებულებს შორის უმეტესად მაშველები არიან.
მომხდარის გამო ასობით ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის შედეგად ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და ავიაციაც – ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს ათეულობით სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
ფრანგი ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დაზარალებულ ზონებში გადაადგილებას თავი აარიდონ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.