ლევან მახაშვილი: ტრამპის შვილი პირველი არაა, ვინც ამბობს, რომ USAID-ი არის “დიფ სთეითის” ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც ხდებოდა პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება
,,ტრამპის შვილი პირველი არაა, ვინც ამბობს, რომ USAID-ი არის “დიფ სთეითის” ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც ხდებოდა პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამაში კითხვის ნიშანი არ არსებობს და ამის აგდებულად ქილიკი არის თემიდან გაქცევა.
“როდესაც ტრამპის შვილი ამბობს, ის არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ამას ამბობს, პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო, მისი პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, ზოგადად სახელმწიფო, რომელმაც შექმნა USAID-ი, რომელიც აფინანსებს, მართავს და მფარველობს, თავად ამბობს ეს სახელმწიფო და მისი ლიდერები, რომ ეს არის “დიფ სთეითის” ერთ-ერთი მექანიზმი, რომ მისი გამოყენებით და საშუალებით ხდებოდა პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება და არასასურველი ხმების ჩახშობა. ამაში კითხვის ნიშანი არ არსებობს და ამის აგდებულად ქილიკი არის თემიდან გაქცევა.
ეს იყო ის ორგანიზაცია, სხვებთან ერთად, ის არ იყო ერთადერთი, რომლებიც პირიქით ახალისებდნენ კონფრონტაციას სახელმწიფოებს შორის და სწორედ ამიტომ, ეს ორგანიზაცია გააუქმა, დახურა აშშ-მა სხვა ფონდებთან ერთად“, – აცხადებს მახაშვილი.