ტურიზმის ინდუსტრიაში სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლობითი კომპანიების დაქირავება, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია – მივესალმებით ტურიზმის ადმინისტრაციის ამ ინიციატივას – BTL Georgia

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში, კერძო სექტორისთვის შეთავაზებულ ახალ ინიციატივებს ეხმიანება ტურისტული სერვისებისა და ღონისძიებების ორგანიზების პროვაიდერი კომპანიის, BTL Georgia-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი გურამ ავალიანი.

„ძალიან კარგი, სასიამოვნო ინფორმაცია გავიგეთ – 31 ქვეყანაში მიმდინარეობს სხვადასხვა ტურისტული მარკეტინგული აქტივობა. გარდა ამისა, წარმომადგენლობითი კომპანიები აქტიურად წარადგენენ საქართველოს, როგორც ტურისტულ მიმართულებას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

პირველ რიგში გეტყვით, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში ეს პრაქტიკა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია, რადგან რეგულარული წარმომადგენლობა გულისხმობს მუდმივ კომუნიკაციას. შესაბამისად, თავად მიმართულება უფრო პოპულარული ხდება.

აქტივობები, რომლებიც პირველ რიგში ევროპულ ბაზრებზეა დაგეგმილი, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ბაზარს საოპერაციო თვალსაზრისით ყველაზე უკეთ აქვს შეგუებული მექანიზმები“, – განაცხადა გურამ ავალიანმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორს მარკეტინგული კამპანიების ახალი ინიციატივები გააცნო. ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზრებზე – ევროპაში, აზიასა და ამერიკაში – საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები