ზაზა ხუციშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: “დოიჩე ველესთან“ საუბარში პირდაპირ ამბობს, რომ რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს

„როცა არეულობებზეა საუბარი, გრიგოლ ვაშაძის ლუსტრაცია მოხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, გრიგოლ ვაშაძე რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს და არა პრეზიდენტობას.
„როცა არეულობებზეა საუბარი, გრიგოლ ვაშაძის ლუსტრაცია მოხდა. „დოიჩე ველესთან“ საუბარში პირდაპირ ამბობს, რომ რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს და არა იმას, რომ მთელი საქართველოს პრეზიდენტი იყოს. ეს ძალიან კარგი ნიშანია, რათა ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს. ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, სწორი რელსებით მიდის. ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის გზაზე დგას და არეულობა ვისთვისაა საჭირო, ამას ამომრჩეველი პასუხს სწორად გასცემს“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეარხ “დოიჩე ველესთან” შემდეგი განცხადება გააკეთა.
„ვისურვებდი, მენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები