“გაუქმდეს პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება” – შაშიაშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებულ კანონს აკრიტიკებს

“პოლიტიკა არ შეიძლება იყოს ბიზნესი, უნდა გაუქმდეს პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება”,- ამის შესახებ პარტია „თეთრების“ ლიდერმა თეიმურაზ შაშიაშვილმა განაცხადა.
შაშიაშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია გაუქმდეს პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გამოთავისუფლებული თანხით კი, რაც მისი თქმით, მილიონობით ლარს წარმოადგენს, სახელმწიფომ სტუდენტების განათლება უნდა დააფინანსოს.
„2008 წელს, როცა სააკაშვილს პოლიტიკურად გაუჭირდა, მისმა პარლამენტმა მიიღო კანონი პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ და 200 მლნ-ზე მეტი თანხა, ყოველწლიურად ხმარდება ამას. „თეთრები“ ვაცხადებთ, რომ პარტია უნდა ცხოვრობდეს საწევრო შენატანებით. ხოლო სახელმწიფოს ფული უნდა მოხმარდეს სტუდენტებს, რომელთა 70 % ძლივს იხდის განათლების გადასახადს. პარტია „თეთრები“, რომლის ბირთვს ინტელექტუალები შეადგენენ, მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა აქციოს სწორედ განათლება. ჩვენ „თეთრებმა“ თავის დროზე გავაჟღერეთ ინიციატივა, რომ სტუდენტი განათლების გადასახადის მხოლოდ 10%-ს უნდა იხდიდეს, დანარჩენს უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო“, – აცხადებს თეიმურაზ შაშიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები