ბიძინა ივანიშვილი: აჩვენებთ სიცრუეს 99%-ით და სესიაშვილის თემა არის ამის კარგი მაგალითი

“ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2”-ს მოუგო ასით-ნოლი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან, გაერთიანებული შეხვედრის დროს განაცხადა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წარმომადგენელმა, ეკა კვესიტაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის ბინის გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს თემის განვრცობა სთხოვა.
“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თქვენ გამოიტანეთ მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი, აჩვენეთ ტელემაყურებელს და სოციალურ ქსელში ამას მოჰყვა ძალიან დიდი რეაქცია, არცერთ ამ ადამიანს არ ჰკითხეთ საიდან აქვთ, როგორ აქვთ, მისი არის თუ არ არის, უამრავი გადაცდომები გქონდათ, რაც უკვე გამომჟღავნდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით პრემიერ-მინისტრს.
მე მინდა თქვენი მუშაობის მანერა ვაჩვენო მაყურებელს, თქვენ ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გააკეთეთ გადაცემა და გამოიტანეთ მთავრობისა და პარლამენტის წევრების ბინები, აჩვენეთ ტელემაყურებელს ისე, რომ არცერთი მათგანისთვის არ გიკითხავთ არაფერი და როდესაც თვითონ გააქტიურდნენ, მანანა კობახიძე დაგიკავშირდათ, ასევე, ლევან იზორია და მოითხოვა ტელევიზიით თემის გამოტანა, თქვენ ეს არ გააკეთეთ, ერთადერთი, ვინც თქვენ რესპონდენტად აირჩიეთ, ეს იყო ირაკლი სესიაშვილი და ეს მოხდა გუშინ, ვინც უყურა ამ გადაცემას სესიაშვილმა თქვენ ასით-ნოლი მოგიგოთ, ამომწურავი პასუხი გაგცათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მომზადებულები და მობილიზებულები იყავით. თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს, მაყურებლის დიდი ნაწილი გყავთ მძევლად აყვანილი, აჩვენებთ სიცურეს 99%-ით, და აი ეს, სესიაშვილის თემა არის ამის კარგი მაგალითი”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები