ბიძინა ივანიშვილი: პარტიის თავმჯდომარე ვარ, რომელ არაფორმალურ მმართველობაზე მესაუბრებით?!

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მასზე, როგორც არაფორმალურ მმართველზე საუბარი უხერხულია. როგორც მან აღნიშნული მოსაზრება განმარტა, პარტიის თავმჯდომარე არაფორმალური მმართველი ვერ იქნება.
“მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, რომელ არაფორმალურ მმართველობაზე მესაუბრებით?! ამიტომ, როდესაც არაფორმალურ მმართვაზე მესაუბრებით, უხერხულია. ხელისუფლებას პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა ჰყავს, რომელმაც დაამტკიცა მთავრობა და ადგილობრივ თითმმართველობაში თითქმის ყველა რეგიონში უმრავლესობა ჰყავს, შესაბამისად, პარტიის როლი დიდია”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები