ბიძინა ივანიშვილი: ოქუაშვილს როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს ისე შევხვდი

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ თავის დროზე “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელს, ზაზა ოქუაშვილს, როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს ისე შეხვდა.
შესაბამისი განმარტება ბიძინა ივანიშვილმა “tv პირველის” ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
“საქმის მოგვარებაზე რომ იყო საუბარი, არსად არ ჩანს იმ ჩანაწერებშიც კი, რომლებიც ფალსიფიცირებული, გადაკეთებული იყო და ავთენტურობაც არ დადასტურდა. იქაც კი არ ჩანს, რომ ოქუაშვილი ჩემთან საქმის მოსაგვარებლად იყო მოსული. ბიზნესმენებს მე ვხვდები და ეს ძალიან კარგია. ოქუაშვილს, როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს ისე შევხვდი – ძალიან კარგ პროექტს ვაპირებდით. თქვენ თვლით, რომ ბიზნესმენებთან შეხვედრა დანაშაულად აღიქმება?! არამხოლოდ რჩევას ვაძლევ, არამედ ძალიან ბევრ ბიზნესმენს ვეხმარები. იცით რა თანხები იხარჯება “თანაინვესტირების ფონდიდან”?! – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები