სოფო კილაძე: ქალბატონ სალომეს იმიტომ აფინანსებენ, რომ მისი გამარჯვების სჯერათ

ქალბატონ სალომეს იმიტომ აფინანსებენ, რომ მისი გამარჯვების სჯერათ და სჯერათ იმის, რომ ის თავის უფლებამოსილებას ძალიან სწორად განახორციელებს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო პერიოდის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს არც სურვილი და არც ბერკეტი ვინმეს სალომე ზურაბიშვილის დაფინანსება აიძულოს.
„ქალბატონ სალომეს იმიტომ აფინანსებენ, რომ მისი გამარჯვების სჯერათ და სჯერათ იმის, რომ ის თავის უფლებამოსილებას ძალიან სწორად განახორციელებს. დანარჩენი ახლა, ხელისუფლებას არა აქვს არც ბერკეტი, არც სურვილი, რომ ვინმეს დაფინანსება აიძულოს,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო პერიოდის დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილის კამპანიის მთლიანმა სარეკლამო ხარჯმა 1 929 613 ლარი შეადგინა. აქედან სატელევიზიო რეკლამაზე 1 186 207 ლარი მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები