გოგი გვახარიას გადაცემის დახურვის მოთხოვნით აქციას მართავენ
“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაახლოებით 30-მდე ახალგაზრდა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი გოგი გვახარიას გადაცემის „წითელი ზონის“ დახურვასა და პირველი არხის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მედიასაშუალების მხრიდან გარყვნილების ქადაგება შეწყდეს. მათი თქმით, 17 მაისს გოგი გვახარიას გადაცემაში დოკუმენტური ფილმი სოდომ-გომორული ცოდვის შესახებ გავიდა. შეკრებილებს თან აქვთ ტრანსპარანტები: “დაიხუროს გვახარიას გარყვნილი გადაცემა”, “პირველი არხი მამათმავლობის წამახალისებელია”, “შეწყდეს სოდომური მაუწყებლობა”, “სახალხო ტელევიზია ხალხს მტრობს”, “ფილმის “დედა, მამა, მე გეი ვარ” ავტორი ლია ჯაყელი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს მთავრობა და პარლამენტია”, “თქვენ თქვენი შვილების აღზრდა არ გაწუხებთ?!”.
რამდენიმე წუთის წინ აქციას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავაც შეუერთდა.