საგანგებო სიტუაციების სამსახური, ხანძარსაწინააღმდეგოდ “ჭკვიანი” რობოტის შეძენას გეგმავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძარსაწინააღმდეგოდ „ჭკვიანი“ რობოტის შეძენას გეგმავს.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა, რობოტი, რომელიც მიერთებული იქნება სახანძრო მანქანას, მისი გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევის დროს იქნება შესაძლებელი.
უწყებაში განმარტავენ, რომ რობოტს იმ განსაკუთრებულ შემთხვევის დროს გამოიყენებენ, როდესაც მეხანძრის სიცოცხლე სათუო ხდება.
მაგალითად, როცა არსებობს აფეთქების, შენობის კონსტრუქციის ჩამოშლის საფრთხე და ხანძრის ეპიცენტრში მეხანძრე-მაშველის მუშაობა მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
რობოტის შეძენა სახელმწიფოს დაახლოებით 500 ათასი ლარი დაუჯდება და 2019 წელს იგეგმება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ხანძარსაწინაარმდეგო ტექნიკა ევროპულმა პარტნიორებმა ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცენ.
„სახანძრო რობოტი გამოყენებულ იქნება ისეთ სიტუაციებში, როდესაც არსებობს აფეთქების საფრთხე და განსაკუთრებით საშიშია ხანძრის ეპიცენტრში მუშაობა. გარდა ამისა, დახურულ სივრცეში, სადაც შეიძლება არსებობდეს შენობის კონსტრუქციის ჩამოშლის საშიშროება. რობოტი ჯოისტიკით იმართება და მას შეუძლოა შენობის კიბის უჯრედშიც მოძრაობა. რამდენიმე სართულზე ასვლა. რობოტს წყლის მარაგი სახანძრო მანქანის ავზიდან ან ჰიდრანტიდან მიეწოდება. ჭკვიანი რობოტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე კამერებით, რაც გამოსახულების მაღალ აღმადობას და მის უსაფრთხო მანევრირებას უზრუნველყოფს“ – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები