ნინო წილოსანის ინიციატივით, გურიის რეგიონის პირველკურსელებთან შეხვედრა მოეწყო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველკურსელებთან შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტებმა წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს და ეროვნული გამოცდებში მიღებული მაღალი ქულების დამსახურებით საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ნინო წილოსანი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელმაც ახალგაზრდებთან ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ინტერაქტიური დიალოგი სტუდენტებისთვის საინტერესო საკითხებზე.
„შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებმაც გადაწყვიტეს სწავლის გაგრძელება და დღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელების სტუდენტები არიან. მინდოდა, მათთვის კიდევ ერთხელ მიმელოცა და ჩემი მხარდაჭერა გამომეხატა.
გარდა იმ ძირითადი თემისა, რომელიც ეხებოდა საქართველოს პირველ რესპუბლიკას, მის შემომქმედებს, გამოწვევებსა და წარმატებებს, ასევე ინტერაქტიური დიალოგი გვქონდა განათლების თემაზე. ახალგაზრდებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რა საჭიროებებს ხედავენ ზოგადი განათლების მიმართულებით და როგორი იყო მათი ემოციები სტუდენტობის პირველ დღეებში.
გიორგი კეკელიძესთან შეხვედრით კი დაიწყო ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების სერია, რომლის ფარგლებშიც პერმანენტულად მოეწყობა მსგავსი ღონისძიებები“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები