ბუცხრიკიძის მორიგი განმარტება: “თიბისი” ბანკის ხელმძღვანელი ოქუაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს(ვიდეო)

“თიბისი ბანკის” ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა.
ბუცხრიკიძე განმარტავს, რომ ბრიფინგის გამართვის გადაწყვეტილება ოქუაშვილის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ოქუაშვილმა ბანკის კონკრეტული თანამშრომლები დაასახელა, რომლებიც თანხის გატანის პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი.
„დღეს გადავწყვიტეთ, პასუხი გავცეთ იმ უსამართლო ბრალდებებს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ისმის, პირადად ჩემს მიმართ, მამუკა ხაზარაძის მიმართ, „თი-ბი-სის“ ბანკის სახეების მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ჩვენ არასდროს ვრეაგირებთ ამ ბრალდებებზე, მეორეს მხრივ ჩვენ ვიცავთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანს – კონფიდენციალურობის დაცვას. ჩვენი 27 წლის ისტორიის მანძილზე პირველად, ზაზა ოქუაშვილმა მოიხსენია ჩვენი თანამშრომლები. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლების რეპუტაციის დაცვა და ყველამ მინდა იცოდეს რომ ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს ყოველთვის დავიცავთ“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკძემ.
მისი თქმით, აღნიშნული შპს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 19 აპრილს ყველა წესის დაცვით და იმავე დღეს იუსტიციის სახლის ფილიალში გახსნა საბანკო ანგარიში.
„ეს კომპანია არის ქართული კომპანია და დარეგისტრირებული არის საჯარო რეესტრში, ყველა წესის დაცვით. ახლა, ჩვენ საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებზე. ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელს ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახური,“,- აღნიშნა „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
როგორც სპეციალურად დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ბუცხრიკიძემ აღნიშნა, „თი-ბი-სი“ ბანკის მარჯანიშვილის ფილიალი, მომხმარებელს გახსნის დღიდან, 2015 წლიდან, უცვლელი დროით ემსახურება.
მისი თქმით, აღნიშნული ფილიალი როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს მომსახურებას დილის 9 საათიდან, საღამოს 8 საათამდე უწევს.
„მე ვარ გენერალური დირექტორი, ყველაზე უმაღლესი პირი ამ ორგნიზაციის და გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ფილიალი ყოველთვის მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ამ განრიგში შედის იურიდიული განყოფილებაც“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები