გადაცემა “ვასმედია” განცხადებას ავრცელებს

გადაცემა “ვასმედია”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადის, დაპაუზდა. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.
გადაცემის შეწყვეტის შემდეგ “ვასმედია” “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პროექტი 14 ოქტომბრიდან განახლებული დეკორაციით გააგრძელებს მაუწყებლობას.
“ძვირფასო „ვასმედიას“ მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ! არაკეთილმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები