გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში საზეიმო ვახშამს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად საზეიმო ვახშამი გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტს ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის საპატიო წევრობის ნიშნად ოქროს სამკერდე ნიშანი გადაეცა.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მოწვეულმა სტუმარმა ამერიკელმა ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა მიმართა და თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ “ვესტ პოინტის” სამხედრო აკადემიას ეწვევა  და აკადემიის ხელმძღვანელობასთან და კადეტებთან გამართავს შეხვედრას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები