ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანი ერთია – მოიყვანონ ის ხელისუფლება, ვინც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს უკიჟინებდა, რომ „შენ ახლა უნდა ეკვეთო რუსეთს“

„მიზანი ერთია, რომ აქ მოიყვანონ ის ხელისუფლება, ვინც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს უკიჟინებდა, რომ შენ ახლა უნდა ეკვეთო რუსეთს,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„გვახსოვს ჩვენ ყველა ის მიტინგი და ადგილობრივი ე.წ. პოლიტიკოსების განცხადება. ეს ადამიანები არსად წასულან, მათი მიზნები იგივეა და დღესაც მათ კვებავენ სწორედ ამ მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები