“ველით წინასაარჩევნოდ სიტუაციის გაცხელებას უცხოეთის მხრიდან და მცდელობას, რომ შიდა ოპოზიცია გააძლიერონ რაღაცნაირად” – მახაშვილი
“ველით წინასაარჩევნოდ სიტუაციის გაცხელებას უცხოეთის მხრიდან და მცდელობას, რომ შიდა ოპოზიცია გააძლიერონ რაღაცნაირად”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მმართველი გუნდი სწორედ ამ პროცესს აკვირდება.
”საბოლოოდ, ყველაფერი დავიდა ორ-სამ კანონთან და საკითხთან. სწორედ ეს მიანიშნებს იმას, რომ ამ საკითხების გამოყენება ხდება პოლიტიკური შანტაჟისთვის, თორემ სინამდვილეში, ამ კანონებს არანაირი კავშირი უვიზო სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან არ აქვს. ეს იგივეა, რომ ტექდათვალიერებაზე მიიყვანო მანქანა, დააკმაყოფილოს მანქანამ ყველა კრიტერიუმი და შემმოწმებელი მოგედავოს, რატომ გყავს ლურჯი მანქანა, უნდა გყავდეს წითელი მანქანაო, მაშინ როდესაც, თავად ევროკავშირში, ლურჯი მანქანებიც ჰყავთ, წითელიც და სხვა ფერებიც. არანაირი კავშირი ამ კანონებს ევროკავშირის უსაფრთხოებასთან არ აქვთ,” – აღნიშნა მახაშვილმა.