“გაირკვა, რა ღირს “ქართველი ხალხის სიყვარული”, – ამ სათაურით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პაპუაშვილი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურება.
“აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა – შემოწირულებებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა”, – წერს პაპუაშვილი.